ინტეგრირებული პროექტი : ინგლისური ენა/ქართული
ენა/ ისტ-ი/ხელოვნება
პროექტის დასახელება: ხალხური ზღაპრები -Folk Tales
პროექტის მთავარი
იდეა თემა:
ინგლისური ენა
წითელქუდა და ბაია. მოსწავლეები გაეცნობიან წითელქუდას (Red Riding Hood) და ბაია და სამი დათვი( Goldilock and the three bears)- ინგლისურ ვერსიას და შედარებას მოახდენენ ქართულ ვერსიასთან, შეისწავლიან ლექსიკას და გამოიყენებენ მოქმედი პირების
როლების გათამაშების დროს, ასევე სლაიდების შექმნის დროს (ისტ-თან ინტეგრირებით )გაუკეთებენ
წარწერებს ნახატებს დიალოგების სახით.( წითელქუდა)
ხოლო ხელოვნებასთან ინტეგრირებისას შექმნიან მასალას:
ნიღბებს ჩანახატებს და გაითამაშებენ როლებს ზღაპრიდან „ ბაია და
სამი დათვი“ Goldilock and the three bears
პროექტის მიზნები :
მოსწავლეები გაეცნობიან არაწესიერ და წესიერ ზმნებს წარსულ და აწმყო დროში, შეძლებენ წინადადებების შედგენას წარსული დროში მიცემული კონკრეტული
ზმნებით,ასევე გააქტიურდება მათი მოტორული უნარები- ქმედებებს გამოხატავენ როლური თამაშით-მოახდენენ
სინთეზს არსებული ცოდნის და მიღებული ცოდნის- რაც განუვითარებთ მათ ინდივიდუალურ
პასუხისმგებლობას , ასევე თანამშრომლობით უნარებს, ასევე მოხდება მათი ინტელექტის პრეზენტირება,
როგორც ვიზუალური, კინესთეთიკური, ლინგვისტური,მუსიკალური, ნატურალისტური და ინტრა-ინტერპერსონალური.....
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მიმართლება მოსმენა :
უცხ.დ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს
სასაუბრო თემას, კონტექსტს;
· ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და
სხვა);
· განარჩევს
თანამოსაუბრეთა მიერ ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (მაგ., თხოვნა, მოთხოვნა, შეკითხვა, ბრძანება);
· რეპლიკებზე
დაყრდნობით გამოაქვს კონკრეტული დასკვნები თანამოსაუბრეთა შესახებ (მაგ., მათი სურვილების, გეგმების, ინტერესების, საქმიანობის, დამოკიდებულებების შესახებ);
· განარჩევს
თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს.
უცხ.დ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის
ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული
ზღაპარი, მოთხრობა, მითი).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს;
· ამოიცნობს ფაქტებისა და მოვლენების თანამიმდევრობას;
· გამოკვეთს სიუჟეტურ ხაზს (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ დამთავრდა);
· განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
· ამოიცნობს პერსონაჟის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
· პერსონაჟთა საქციელიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა მათი ხასიათის, თვისებების შესახებ;
· ადგენს მარტივ გეგმას, ამოიწერს საკვანძო სიტყვებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით მარტივი ენობრივი საშუალებებით გადმოსცემს ტექსტის ძირითად შინაარსს.
უცხ.დ.VI.4. მოსწავლეს შეუძლია საბავშვო გადაცემათა ჩანაწერების ძირითადი შინაარსის გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს, ფორმულებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა ანიმაციური ფილმის შინაარსის შესახებ;
· უყურებს საბავშვო გასართობ-შემეცნებით გადაცემებს, „იჭერს“ ნაცნობ სიტყვებს, გამოთქმებს, ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., მონაწილე კონკურსანტის ინტერვიუ – ვინ არის, სად სწავლობს, რა გატაცებები აქვს და სხვა).
მოსმენის სტრატეგიები
უცხ.დ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს შინაარსის შესახებ;
· უშუალო მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს);
· ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობის დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა);
· მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
· უყურებს საბავშვო ტელეგადაცემებს უცხოურ ენაზე.
მიმართულება
კითხვა
:
უცხ.დ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას, ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, წარწერა;
· ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია; ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
· ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირს;
ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა.
უცხ.დ.VI.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს;
· მოსწავლე ხმამაღლა, გამართულად უკითხავს თანაკლასელებს სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
· ცდილობს, დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;
· მონაწილეობს დიალოგის, სკეტჩის გუნდურ კითხვაში.
უცხ.დ.VI.9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
· შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს საკომუნიკაციო
სიტუაციის
შესატყვის
გამოთქმებს,
კლიშეებს,
ენობრივ
კონსტრუქციებს (მაგ., მოკითხვის, მილოცვის, დაპატიჟების და სხვა);
· ამოიცნობს სინტაქსურ მიმართებებს მარტივი წინადადებების წევრებს შორის;
· ამოიცნობს ზმნის ახლანდელი, წარსული და მომავალი დროის გამომხატველ ფორმებს, ზმნიზედებს;
· ამოიცნობს ადგილმდებარეობისა და დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (ზმნიზედას, სიტყვათშეთანხმებას, წინდებულს).
კითხვის სტრატეგიები:
უცხ.დ.VI.12. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე
ზომის
თხზულების
შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· შეარჩევს თემას;
· აგროვებს, თავს უყრის ინფორმაციას;
· განსაზღვრავს რუბრიკებს (მაგ., ფიზიკური მონაცემები, საკვები, საცხოვრებელი ადგილი და სხვა);
· ქმნის მცირე
მოცულობის ტექსტებს თითოეული რუბრიკისათვის;
· ქმნის ან მოიძიებს ილუსტრაციებს (ნახატს, ფოტოს, ცხრილს);
· წერს ტექსტის სრულ ვარიანტს, ყურადღებას აქცევს დიზაინს, ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას, სიტყვიერი და არასიტყვიერი ნაწილების განლაგებას.
მიმართულება
ლაპარაკი
:
უცხ.დ.VI.16. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აღწერს გარემოს (ოთახს, ქუჩას, სურათს);
· სურათებზე დაყრდნობით აგებს და ჰყვება მარტივ ამბავს;
· გეგმის მიხედვით ჰყვება მოსმენილი/წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს;
· საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., გეგმები, მეგობრები, გატაცებები, საყვარელი საქმიანობა და სხვა).
მიმართულება
- კულტურათა
დიალოგი
:
უცხ.დ.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
· გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
· გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
· გუნდში ასრულებს საკუთარ ფუნქციას;
· მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
· გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და ამუშავებს მოძიებულ მასალას;
· მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
მიმართულება
სწავლის
სწავლა
:
უცხ.დ.VI.21. მოსწავლეს შეუძლია რესურსების სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს
· მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში
· მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
· იყენებს ისტ –ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად.
უცხ.დ.VI.22. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., რამდენჯერმე წაკითხვა ან დაწერა, ასოცირება რაიმესთან, კონტექსტში გამოყენება, ერთი თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა);
· სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას;
· ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს და ამუშავებს მათ.
უცხ.დ.VI.23. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს ენობრივ მექანიზმებს;
· იყენებს ამოცნობილ მექანიზმებს;
ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ მოვლენებს;
· იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს.
უცხ.დ.VI.24. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სხვებს აცდის პასუხს;
· კამათისას ყურს უგდებს განსხვავებულ მოსაზრებებს;
· თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
· მეწყვილესთან ერთად ჭრის დასმულ ამოცანას;
· მეწყვილესთან ერთად ჩართულია ინტერაქციაში;
· კორექტულად აღნიშნავს სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებს.
· ეთათბირება თანაგუნდელებს ფუნქციების,
სამუშაოს
განაწილების
თაობაზე;
· ახერხებს თანაგუნდელებთან მორიგებას;
· გამოთქვამს საკუთრ მოსაზრებებს, უსმენს სხვისას;
· თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში.
მონაწილეთა ასაკი:
11 წ. მეექსვე კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: სამუშაო წიგნი, ქაღალდები ფერადი
ფანქრები, მაკრატელი და მიწოდებული ტექსტი მასწავლებლის მიერ.კომპიუტერი
პროექტის მსვლელობის
ძირითადი აქტივობები:
მოსწავლეები ეტაპობრივად სწავლობენ ლექსიკურ და გრამატიკულ მასალას, შესბამის ტექსტებსა და ინტერნეტიტ იძიებენ კონკრეტული ზღაპრების ვიდეო მასალას , ავლებენ პარარელს ქართულ ზღაპრებთან და ისტ-ის გამოყენებით აკეთებენ პრეზენტაციას
შეფასება : განმავითარებელი ზეპირი კომენტარები , ასევე
განმსაზღვრელი მოც. ცხრილის მიხედვით
კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი წერითი დავალებისათვის
|
ქულები
|
პირობასთან შესაბამისობა
|
|
იცავს სიტყვების რაოდენობის ქვედა ზღვარს
|
0 - 1
|
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (წერს მოცემულ ბიოგრაფიულ
ცნობარზე დაყრდნობით;
იყენებს მითითებულ
კონსტრუქციას)
|
0 - 1
|
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
|
|
გასაგებად და თანამიმდევრულად
გადმოსცემს ინფორმაციებს
|
0 - 2
|
აზუსტებს, როდის
რა მოხდა
|
0 - 2
|
ენობრივი უნარ-ჩვევები
|
|
იყენებს დროის
გამომხატველ ნასწავლ გრამატიკულ
კონსტრუქციებს, ფორმებს
|
0 - 2
|
იყენებს ნასწავლ
ლექსიკას
|
0 - 1
|
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
|
|
იჩენს გაბედულებას
ენობრივი თვალსაზრისით
|
0 - 1
|
ქულათა
მაქსიმალური რაოდენობა 10
|
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები შეისწავლიან ზმნებს
წარსულ დროში, გააკეთებენ კონკრეტული ზღაპრის ვიზუალურ მასალას, მოაწყობენ პრეზენტაციას-
წარმოდგენას შესწავლილი ზღაპრისა და მათ მიერ შექმნილი ჩანახატებითა და ნიღბებით.
შეიქმნება ბლოგი.
პროექტიში მონაწილე
მასწავლებლების საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ კეკელია : kekeliatamari@gmail.com
ნინო ასლამაზიშვილი: www.facebook.com/aslamazashvilinino
ხათუნა მაჩიტაძე :www.facebook.com/xatunamachitadze
ნონა შელია:www.facebook.com/nona.shelia
ქართული ენა
იდეა ზღაპარი ,,წითელქუდა“-ს ქართული და ინგლისური ვერსიები
მიზანი: შეადარონ მოსწავლეებმა ინგლისური და ქართული ტექსტი,
განუვითარდეთ კვლევის და პრეზენტაციის უნარი.
მისაღწევი შედეგი:
ქართ. VI.7
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების წაკითხვა და გაგება- გაანალიზება.
აქტუალობა: კვლევის უნარის განვითარება
წინა ცოდნა: მოსწ-მა იციან ტექსტი ორივე ენაზე
რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, თაბახის ფურცელი, ფანქრები, საწერკალამი.
სამუშაო მსვლელობა:
Ø
მასწ.
მოსწ-ბს გააცნობს თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას.
Ø
მასწავლებელი კლასს დაყოფს წყვილებად.
Ø
მასწავლებელი
დაავალებს წაიკითხონ ზღაპარი,,წითელქუდა“ ორივე ენაზე
Ø
თითოეულ
წყვილს დაავალებს გამოყოს პერსონაჟთა მოქმედების და შინაარსობრივი დატვირთვის მსგავსება
და განსხვავება ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის.
Ø
მოსწ-ბი სოც. ქსელის ,,www.facebook.com’’-ის საშუალებით მასწ-ის ,,www.facebook.com“-ზე გააგზავნიან
შესრულებულ დავალებებს
Ø
შეჯამების
მიზნით მასწავლებელი წარმართავს გაკვეთილს პრეზენტაციის სახით, სადაც წარმოდგენილი
იქნება მოსწავლეების ნამუშევრები და გაიმართება დისკუსია. დასკვნით ნაწილში შეფასდებიან
და დაჯილდოვდებიან სიგელებით.
შეფასების კრირეტიუმები
შედეგები
|
1-2ქ
|
3-4ქ
|
5-6ქ
|
7-8ქ
|
9-10ქ
|
წერითი სამუშაოებში ცოდნისა
და უნარ-ჩვევების გამომჟღავნებ ის უნარი
|
ვერ ასრულებს დამოუკიდებლად
წერით დავალებებს
|
წერით დავალებებს ასრულებს შეცდომებით
|
ცდილობს გამოამჟღავნოს თავისი ცოდნა
|
ამჟღავნებს საკითხის, ცოდნას, საჭიროებს სრულყოფას
|
იყენებს ცოდნას, თანაც შემოქმედებითად
|
პტეზენრაცია
|
არ მონაწილე ობს პტეზენრაცი აში
|
ბუნდოვანია, საუბრობს დაბნეულად
|
მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგები, მოითხოვს დამატებით განმატრებებს
|
გასაგებია , მაგრამ აქვს ხარვეზები, ითხოვს დაზუსტებას
|
წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია, დამაჯერებელია
|
დისკუსიაში მონაწილეობის სიხშირე, გამოთქმული მოსაზრებები და ატგუმენტები
|
საერთოდ არ მონაწილეობს
|
იშვიათად მონაწილეობს, მაგრამ გამოთქვამს მცდარ მოსაზრებებს და არგუმენტებს.
|
პერიოდულად მონაწილეობს, თუმცა
ვერ ამჟღავნებს სასურველ ცოდნას
|
მონაწილეობს, მაგრამ სრულ ყოფილად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.
|
სისტემატიურად ერთ ვება დისკუსი აში, აქვს არგუმენტირებული მოსაზრებები
|
ისტ-ი
იდეა მოსწ-ბი
„ზღაპრის სამყაროში’’ ისტ-ის გაკვეთილზე.
მიზანი: მოსწ. ისტ-ის გამოყენებისას მოახდენენ სამუშაო პროცესის ავტორიზაციას, როგორიცაა ზღაპარი ,,წითელქუდა’’ ინგლისურ ენაზე ,,powerpoint’’-ის
პროგრამის გამოყენებით.
პრეზენტაციის პროგრამის განმტკიცების მიზანით მოსწ. განუვითარდებათ კომუნიკაციის, კომპიუტერებთან მუშაობის და პრეზენტაციის უნარი.
მისაღწევი შედეგი:
ის.ტექ.6.1
მოსწ-ბი მოახდენენ
ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად
კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული
მასალის შექმნისთვის.
აქტუალობა: მოსწ გაეცნობიან პრეზენტაციის შედგენის ძირითად პრინციპებს
და ხერხებს.
წინა ცოდნა: მოსწ-მა იციან ტექსტურ რედაქტორში გრაფიკულ რედაქტორში,
ინტერნეტში მუშაობა.
რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, თაბახის ფურცელი,ფანქრები, საწერკალამი.
სამუშაო მსვლელობა:
Ø
მასწ.
მოსწ-ბს გააცნობს თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას.
Ø
მასწავლებელი კლასს დაყოფს წყვილებად.
Ø
თითოეულ
წყვილს დაავალებს შექმნას ეპიზოდის შესაბამისი
სლაიდები. მოსწ. ინტერნეტის გამოყენებით მოიძიებენ სურათს ეპიზოდის შესაბამისად და
მოახდენენ ტექსტების ფიგურების ანიმაციას, გრაფიკული მასალის ეფექტებად კომბინირებას.
Ø
მოსწ-ბი სოც. ქსელის ,,www.facebook.com’’-ის საშუალებით მასწ-ის ,,www.facebook.com“-ზე გააგზავნიან
შესრულებულ დავალებებს
Ø
მასწ-ი მოახდენს
მოსწავლეებთან ერთად ზღაპრის ეპიზოდების გაერთიანებას
შეფასების კრირეტიუმები
ფონი
|
გვერდების ფონი ართულებს ტექსტის და გრაფიკული ელემენტების აღქმას.
(0ქულა)
|
გვერდების ფონი არ ართულებს ტექსტის და გრაფიკული ელემენტების აღქმას.
(0,5ქულა)
|
გვერდის ფონი ხელს უწყობს ტექსტის და გრაფიკული ელემენტების აღქმას.
(1ქულა)
|
გვერდის ფონი ხელს უწყობს მასალის აღქმას და შეესაბამება თემატიკას.
(1,5ქულა)
|
ტექსტის ფორმატი
|
ტექსტის ფორმატი ართულებს მასალის აღქმას.
(0ქულა)
|
ტექსტის ფორმატი გააზრებულია, თუმცა ხელს არ უწყოფს მასალის აღქმას.
(1ქულა)
|
ტექსტის ფორმატი კარგადაა გააზრებული
და ხელს უწყობს მასალის აღქმას.
(1,5ქულა)
|
ტექსტის ფორმატი მრავალფეროვანია,
ხელს უწყობს მასალის აღქმას და
შეესაბამება შინაარსს.
(2ქულა)
|
გრაფიკული ელემენტები
|
გრაფიკული ელემენტების დიდი ნაწილი არ არის მიმზიდველი და ხელს უშლის
შინაარსის აღქმას.
(0ქულა)
|
გრაფიკული ელემენტები მიმზიდველია,
თუმცა ზოგიერთი მათგანი ხელს არ უწყობს შესაბამისი შინაარსის აღქმას.
(1ქულა)
|
გრაფიკული ელემენტები მიმზიდველია
და ხელს უწყობს შესაბამისის შინაარსის აღქმას.
(1,5ქულა)
|
გრაფიკული ელემენტები კარგადაა
შერჩეული, ხელს უწყობს მასალის აღქმას და შეესაბამება შინაარს.
(2ქულა)
|
ორიგინალურობა
|
მასალა არ არის ორიგინალური და არა ადეკვატურად შერჩეული (0ქულა)
|
მასალა არ არის ორიგინალური თუმცა ადეკვატურადაა შერჩეული (1ქულა)
|
მასალის უდიდესი ნაწილი ოტიგინარულია და შეესაბამება თემატიკას (1,5ქულა)
|
მასალა ძირითადად ორიგინარულია ჩანს ავტორის შემოქმედებითობა
|
ორიგინარულობა
|
მასალის ორგანიზება მასალა არ არის ორგანიზებული ხელს უშლის შინაარსის
აღქმას (0 ქულა)
|
მასალის ნაწილი ლოგიკური თანმიმდევრობითაა განლაგებული (1ქულა)
|
მასალა ლოგიკურადაა ორგანიზებული (1,5 ქულა)
|
დოკუმენტის სტრუქტურა კარგადაა გააზტებული გამოყენებულია რედაქტორის ფუნქციური შესაძლებლობები (2 ქულა)
|
ხელოვნება:
VI.2. კონკრეტული მოცემულობის შესაბამისად თავად ირჩევს მასალას და ტექნიკას.
VI.7 საუბრობს ნაწარმოების შინაარსზე და ნაწარმოებში გადმოცემულ განწყობილებაზე
VI.8 გამოთქვავს აზრს ავტორის ჩანაფიქრზე
V.5 განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო დროს.
შეფასება : განმავითარებელი და განმსაზღვრელი
No comments:
Post a Comment